„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე, ამაზე ჩვენ ვისაუბრეთ და შესაბამისად, ამ სიმძიმის გათვალისწინებით, გადავადების კრიტერიუმებში ჯდება“
„ჭკუასუსტობა - ტერმინი, დიდი ხანია არ გამოიყენება და გთხოვთ, ამოიღოთ ხმარებიდან ეს ტერმინი. ეს მხოლოდ და მხოლოდ თქვენს ხასიათობრივ მიმართებას გამოხატავს პაციენტისადმი"
„დარწმუნებული ვარ, რომ 6 თვის, 1 წლის მერეც სააკაშვილი ცოცხალიც იქნება და ჯანმრთელიც, განურჩევლად იმისა იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში, საქართველოს რომელიმე კლინიკაში თუ საზღვარგარეთ”
„დღეს, მიხეილ სააკაშვილის განუცხადებია, რომ ვინმე გელა ნიკოლაიშვილი, რომელსაც გორში იურიდიული აქვს დამთავრებული, არ ენდობა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნევროლოგსო. არ ვიცი ვინ უთხრა ეს ინფორმაცია. გორში ნამდვილად არ მაქვს იურიდიული დამთავრებული, თბილისში მაქვს დამთავრებული იურიდიულ-ფსიქოლოგიური ინსტიტუტი”