„პროცესი გადაიდება, რადგან ხვალ დამატებით ახალი მტკიცებულებები შედის და მოწინააღმდეგე მხარე ამ მტკიცებულებების გაცნობას მოითხოვს“ - აცხადებს სააკაშვილის ადვოკატი.
„პენიტენციური სამსახური ალბათ დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფს მის გადაყვანას. სხდომაზე ჩვენს მიერ მოწვეულები იქნებიან სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის ხელმომწერი პირები, რომლებსაც ხვალ მოუწევთ განმარტებების გაკეთება“ - ამბობს ირაკლი ლომია.
„არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, რომ ამ პროცესს ხელი შევუწყოთ ჩვენი ერთობითა და თანამშრომლობით, როგორც ერთმანეთთან, ისე დაცვისა მხარესა და მიხეილ სააკაშვილის ოჯახთან“ - წერს მელია სოციალურ ქსელში.
„მეც წარმოუდგენლად მეჩვენებოდა ხელისუფლების მხრიდან დაშვება, რომ სააკაშვილისთვის უფლება მიეცათ დღეს მოსულიყო სასამართლოში და საზოგადოებას ენახა ის ობიექტური გარემოება, როგორ ვითარებაშიც იმყოფება“