„ნევროლოგმა რა ჩვენებაც მისცა, ჩემთვის ცნობილი იყო, რადგან ამის შესახებ თავის დიაგნოზში უწერია. პირადად ჩემთვის ეს ყველაფერი მაინცდამაინც ახალი არ იყო. რა თქმა უნდა, მძიმე ავადმყოფია, ამას რამდენი ხანია, ვიმეორებ”
„პროცესი გადაიდება, რადგან ხვალ დამატებით ახალი მტკიცებულებები შედის და მოწინააღმდეგე მხარე ამ მტკიცებულებების გაცნობას მოითხოვს“ - აცხადებს სააკაშვილის ადვოკატი.
„პენიტენციური სამსახური ალბათ დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფს მის გადაყვანას. სხდომაზე ჩვენს მიერ მოწვეულები იქნებიან სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის ხელმომწერი პირები, რომლებსაც ხვალ მოუწევთ განმარტებების გაკეთება“ - ამბობს ირაკლი ლომია.
„არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, რომ ამ პროცესს ხელი შევუწყოთ ჩვენი ერთობითა და თანამშრომლობით, როგორც ერთმანეთთან, ისე დაცვისა მხარესა და მიხეილ სააკაშვილის ოჯახთან“ - წერს მელია სოციალურ ქსელში.