"დღეს გამოვიდა მთავრობა და თქვა: ყველა, ვინც გამოდის ქუჩაში, არის "ნაციონალი" და ჩვენ თუ დავწევთ აქციზს, შევამცირებთ დღგ-ს, ჩვენ დავკარგავთ მილიარდ ლარს და ეს როგორ შეიძლება", - განაცხადა პროცესზე სააკაშვილმა.
"არ მოგიწოდებთ, რომ გამოხვიდეთ პარლამენტიდან, არა, იყავით, მაგრამ ცივილიზებული კითხვა პასუხი, "აბა ამ კონკრეტულ საკითხზე რას ფიქრობთ" - ერთ საკითხზე არის სალაპარაკო - როდის წახვალთ ამ პარლამენტიდან, როდის მოშორდებით ხელისუფლებას" - განაცხადა სააკაშვილმა.
"იცით, მე მეზიზღება ომი და ჩემი ყველაზე კოშმარული სიზმარი არის, რომ ვარ პეკინზე, ჩემს სახლში, ბომბავენ ჩემს მეზობლებს, ჩემს ეზოს და მე არაფრის გაკეთება არ შემიძლია, ომმა ეს ტრავმა დამიტოვა."- სააკაშვილი