„არაგონივრულია ამ ვითარებაში სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანა გამოცხადდეს თვითმიზნად, როდესაც ამის აუცილებლობა დღის წესრიგში არ დგას,“ - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით რეალურად, სააკაშვილს არ აქვს ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რომელიც ამ დღეების რაოდენობის შიმშილობის შემდეგ, შეიძლება იწვევდეს მისი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის აუცილებლობას.
''გახარიას გადაწყვეტილება არის მისი პირადი გადაწყვეტილება და ამას გაგებით შეხვდებიან გუნდის ის წარმომადგენლები, ვისაც მასთან მეტი თანამშრომლობა აკავშირებდა''. - სარჯველაძე