„ჩვენი მთავარი პრინციპი, რომლითაც ვიხელმძღვანელეთ იყო ბალანსის დაცვა ჰუმანურობასა და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას შორის, მაქსიმალური სიფრთხილით მოვეკიდეთ ამ საკითხს და სწორედ, ასე გაგრძელდება მომავალშიც.“
მიხეილ ყაველაშვილმა მოქალაქეთა უკმაყოფილებისა და საპროტესტო აქციების თაობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, მმართველი გუნდი მზად არის ევროკავშირთან განაახლონ მოლაპარაკებები, როდესაც კონკრეტული, საქმიანი საკითხები წამოიჭრება.