EMC მოუწოდებს სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს, უნებართვო მშენებლობის განხორციელებისათვის კომპანიას სათანადო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა განესაზღვროს.
სამოქალაქო ინიციატივა მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულმა პროექტებმა თითქმის ყველა ავტორიტეტული სამოქალაქო და არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან უარყოფითი შეფასება დაიმსახურა.