აღნიშნულით ევროპარლამენტარი მმართველი პარტიის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნება“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში ისევ დააინიცირებს.
ამ განცხადებასთან ერთად, ევროპარლამენტარი „სეზონი ტვ“-ის ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც წამყვანი აცხადებს, რომ „საქართველოში სტალინის ფიგურასთან ბრძოლა დაუშვებელია“ და „ნებისმიერი, ვინც სტალინის გენიას დაუპირისპირდება, მუშტს დაიმსახურებს“.
მირიამ ლექსმანი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც მან ლავროვის ოჯახის წევრების შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ არ შეიძლება სანქცია მათ ეხებოდეთ და რომ ეს სფერო გერმანიაში აქვს ნასწავლი.