ბერლინში მოღვაწე ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი, მიხეილ ქირია, რომელიც აქტიური კომუნიკაციით გამოირჩევა სოციალურ ქსელში, კიდევ ერთ მხიარულ ვიდეოს ავრცელებს.
როგორც მომღერალი ამბობს, სპექტაკლში მის სასცენო ჩაცმულობაზე იზრუნებენ: ლეგენდარული მოდის სახლი „ვალენტინო“ და კიური, რომელიც „დიორის“ ქალების ხაზის აღმასრულებელი დირექტორია.