„საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგდება საბაზისო სერვისები, რაც ცხოველების გამრავლების კონტროლს, ქუჩაში მიუსაფარი ძაღლების აღრიცხვას, ინფექციების მართვას და სპეციალური თავშესაფრების შექმნას უკავშირდება.“
თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელის გიორგი კობიაშვილის განცხადებით, მიმდინარე წლის გაზაფხულზე თბილისში მიუსაფარი ცხოველების რაოდენობის დადგენის მიზნით კვლევა ჩატარდება.