გენერალური გეგმით ვერ გამოვასწორებთ იმ შედეგებს, რაც წლების განმავლობაში მივიღეთ, თუმცა სამომავლოდ არ დავუშვებთ შეცდომებს და ქალაქი სწორად განვითარდება , - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცებას. მისი თქმით დღეს დამტკიცებული გენერალური გეგმა 10 წლის განმავლობაში იმოქმედებს და ამ დოკუმენტის შესაბამისად მოხდება ქალაქის სწორი განაშენიანება.