ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტის გამოსატანად სათათბიროდ გავიდნენ.
როგორც საქმის პროკურორი, ზაზა დათუკიშვილი აცხადებს, საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე, ბრალდების მხარეს გამამტყუნებელი ვერდიქტის მოლოდინი აქვს.
უწყების ცნობით, პროკურორებმა სასამართლო პროცესზე დაკითხეს 40-მდე მოწმე და გამოიკვლიეს საქმის გარემოებების დასადგენად საჭირო ყველა წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულება.