LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი » მკვლელობა ხადას ხეობაში

მკვლელობა ხადას ხეობაში

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს. კობაური ნაფიცმა მსაჯულებმა წარდგენილ ყველა ბრალში ერთხმად დამნაშავედ სცნეს.

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურის საქმეზე ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტის გამოსატანად სათათბიროდ გავიდნენ

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტის გამოსატანად სათათბიროდ გავიდნენ. როგორც საქმის პროკურორი, ზაზა დათუკიშვილი აცხადებს, საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე, ბრალდების მხარეს გამამტყუნებელი ვერდიქტის მოლოდინი აქვს.

ხადას ხეობაში მკვლელობის საქმეზე ბრალდების მხარემ მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა

უწყების ცნობით, პროკურორებმა სასამართლო პროცესზე დაკითხეს 40-მდე მოწმე და გამოიკვლიეს საქმის გარემოებების დასადგენად საჭირო ყველა წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულება.