LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მკვლელობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე

„ეს არის ხელისუფლების დაყვავების პოლიტიკის შედეგი, თვალწინ მიდგას განმუხურის ცნობილი კადრები.. მძიმე მდგომარეობაში გვამყოფებს ხელისუფლება“ – სოფო ჯაფარიძე 

„მინდა, მოვუწოდო დიპლომატიურ კორპუსს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, რომ მოხდეს რაც შეიძლება მყისიერი რეაგირება.“

ცხინვალის ე.წ. „უსაფრთხოების სამსახური“ საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე: „საზღვრის დამრღვევები ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ, მესაზღვრეებს დაკავების დროს წინააღმდეგობა გაუწიეს“

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა.