LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი » მოძრაობა აიკრძალა

მოძრაობა აიკრძალა

გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესსამსახურში განაცხადეს.

გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობის აკრძალვა ინტენსიურ თოვას უკავშირდება.

მლეთა-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა, რის გამოც, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.