"მოსალოდნელია, რომ, გაცვლითი კურსის გამყარების ფონზე, აღნიშნული გლობალური ტენდენციები ეტაპობრივად ადგილობრივ ბაზარსაც გადმოეცემა, რამაც ინფლაციის კიდევ უფრო შემცირებას უნდა შეუწყოს ხელი".
გვენეტაძის თქმით, ინფლაციის შემცირებაზე ასევე დადებითი გავლენა უნდა მოახდინოს მთავრობის მიერ საბიუჯეტო დეფიციტის შემცირებამაც, რაც ფისკალურ კონსოლიდაციაში აისახება.