აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“.
„ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად“ - აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
სოხუმის ე.წ. სასამართლომ დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის შუამდგომლობის საფუძველზე 16 სექტემბერს მიიღო და ქრისტინა თაკალანძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ვადა 2 თვით გაუხანგრძლივა.