დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფის განცხადების მიხედვით, მოსამართლეთა კონფერენციის შედეგი კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ სასამართლო სისტემას აკონტროლებს პირთა ერთი ჯგუფი – "კლანი."
თუ გაგაჩნიათ მოსამართლეების ე.წ. „შავი სია“, რომლებიც არ იმსახურებენ დაწინაურებას, ერთხელ და სამუდამოდ, გამოაჩინეთ ეს სრული სია! - ასე მიმართავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი სერგო მეთოფიშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელ დირექტორს ეკა გიგაურს.