ეკა ბესელია პარლამენტს ახალ ინიციატივას წარუდგენს, რომელიც უკვე უვადოდ დანიშნულ მოსამართლეებს შეეხება.
როგორც დეპუტატმა განაცხადა, ინიციატივა რიგ რეგულაციებს ისახავს მიზნად, რომლისთვისაც კონსტიტუციური ცვლილებებია საჭირო. დეპუტატი დეტალებზე არ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მას უახლოეს დღეებში ექნება კონსულტაციები და ინიციატივის დეტალებს ამის შემდეგ გაასაჯაროებს.
ბიძინა ივანიშვილი მხარს უჭერს პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერების საკითხს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი განცხადებით, დაიწყება იმ პროცედურებზე მუშაობა, რომლითაც პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლეები ვადით გამწესდებიან.