მართალია, ამერიკული კინო არასდროს უჩიოდა ნიჭიერი ქალბატონების სიმცირეს, მაგრამ ბოლო დროს რეჟისორები სულ უფრო ხშირად სთავაზობენ მამაკაცებს საპირისპირო სქესის პერსონაჟების განსახიერებას.
მსახიობის ნიჭს მაყურებელი დამაჯერებლობის მიხედვით აფასებს - თუ რამდენად სჯერა მისი ემოციების ეკრანზე. თუმცა ზოგჯერ, მსახიობებს ძალიან უმართლებთ, რადგან სცენარით გაწერილ გრძნობებს რეალურ ცხოვრებაშიც განიცდიან.