ლეგენდარულმა მაესტრომ ქართულ მუსიკალურ ისტორიას უდიდესი მემკვიდრეობა დაუტოვა, სიმფონიური, კამერული ნაწარმოებები, ოპერეტა, მუსიკა სპექტაკლებისთვის, სატელევიზიო ფილმებისთვის და სიმღერები, რომლებიც სხვადასხვა თაობების ყველა გამორჩეული მომღერლების რეპერტუარში გვხვდება.
ზურაბ დოიჯაშვილი - მუსიკოსი, რომლის ხმამ და სიმღერებმა არაერთი თაობის გულში დაიდო ბინა. მისი შემოქმედება თბილისის ქუჩების, სიყვარულისა და მონატრების მელოდიური გამოხატულებაა.