LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მზია ამაღლობელი

ირაკლი კობახიძე – მზია ამაღლობელის პატიმრობაზე პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ ადამიანებმა, რომლებიც საქართველოში ძალადობას ახალისებდნენ, მათ შორის არიან ჩინოვნიკები, დიპლომატები – მოინანიონ და გამოხატონ სინანული

მისი თქმით, მზია ამაღლობელის პატიმრობაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღონ იმ ადამიანებმა, ვინც „კვირების და თვეების განმავლობაში საქართველოში ძალადობას ახალისებდნენ“.

სახალხო დამცველი  მზია ამაღლობელის საქმეზე  განცხადებას ავრცელებს

განცხადების თანახმად, „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს მიმდინარე კვირაში დამატებითი სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა, რომელთა შედეგებიც აპარატმა უკვე გამოითხოვა.

საია: „მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება, უკვე უჭირს ადვოკატთან შესახვედრად საჭირო მანძილის გავლა… შესაბამისი უწყებები სამედიცინო დოკუმენტაციას არ გვაწვდიან“

საია სახალხო დამცველს მიმართავს და მოუწოდებს, სახალხო დამცველის მანდატის ფარგლებში განახორციელოს მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივი და ყოველდღიური მონიტორინგი.

„მოვითხოვთ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას!“ – პოლიტიკური პარტიების 300-ზე მეტი ქალი წევრი განცხადებას ავრცელებს

მედიასაშუალებების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი, რომელსაც 14 იანვარს პატიმრობა შეუფარდეს, უკვე მე-19 დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს.