LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მზია ამაღლობელი

„მარია რესამ, ნობელიანტმა, ჟურნალისტმა, ვისი წიგნიც ხელში ეჭირა მზიას, შეტყობინება გამოუგზავნა და სთხოვა შეეწყვიტა შიმშილობა, არც ამან გაჭრა… შეცვალეთ აღკვეთის ღონისძიება!“ – დათო ქოქოშვილი

„პროკურატურას ერთ საათში შეუძლია ამ დაანონსებული სიკვდილის ქრონიკის გაჩერება. შევიდეს სასამართლოში აღკვეთის შეცვლის შუამდგომლობით“ - წერს დათო ქოქოშვილი სოციალურ ქსელში.

კახა კალაძე მზია ამაღლობელზე: „შეცდომა შეიძლება ნებისმიერმა ადამიანმა დაუშვას, გამოსულიყო და ეთქვა: „შეცდომა დავუშვი და მაპატიეთ“… პოლიციელზე თავდასხმა და ხელის დარტყმა კატეგორიულად მიუღებელია“

„ირაკლი დგებუაძე არის ღირსეული პოლიციელი. მინდა მადლობა გადავუხადო შსს-ს თითოეულ თანამშრომელს, ვინც იცავს სახელმწიფოებრიობას, ვინც იცავს წესრიგს ქვეყანაში და არავის მიეცემა იმის უფლება და შესაძლებლობა, რომ მოაწყოს არეულობა, რომელიც გარედან იმართება“ - თქვა კალაძემ.

„როცა პოლიციელს სილას აწნავ, ამით სილას აწნავ სახელმწიფოს, თავი დაანებონ თითის ქნევას, კეთილი ინებონ, თქვან, თვითონ როგორ რეაგირებენ საკუთარ ქვეყნებში ასეთ ქმედებებზე“ – არჩილ გორდულაძე ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ელჩების განცხადებებზე

„როდესაც საკუთარ ქვეყანაში იგივე ქმედებებზე უფრო მძიმე შედეგებით მთავრდება ხოლმე სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ჩვენ მოგვიწოდებენ და გვამუნათებენ გადადგმულ ნაბიჯებზე, ზუსტად ეს არის ორმაგი და სამმაგი სტანდარტი“ - ამბობს გორდულაძე.