ვარლამ გოლეთიანის თქმით, თუ აქციის მონაწილეებს მშვიდობიანი პროტესტის საშუალება არ მიეცემათ, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობას მოუწოდებენ - თავიანთ ქალაქებში პიკეტირება მოახდინონ.
მათი თქმით, იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება ადეკვატურ ნაბიჯებს არ გადადგამს ისინი ქვეყნის პიკეტირებას მოახდენენ, გადაკეტავენ ავტობანს და აქციები დედაქალაქში გადმოინაცვლებს.
"მივესალმებით საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებით დიალოგის გამართვის აუცილებლობაზე", - წერია გავრცელებულ განცხადებაში.