"ამინდებიც კარგი მოდის და დავრჩებით აქ, სანამ ერთი საათის განმავლობაში არ გვეტყვიან პასუხს, თუ როდის გადის კომპანია და ეს იქნება უკვე უკომპრომისო ბრძოლა“.
ქუთაისი-ალპანას საავტომობილო მაგისტრალზე, საიდანაც ნამახვანჰესი დაახლოებით 15 კმ-ში მდებარეობს, პოლიციამ გზა გადაკეტა და მოქალაქეებს გადაადგილების საშუალება არ მისცა, რასაც აქციის მონაწილეების გაღიზიანება მოჰყვა.
მოსახლეობის თქმით, ჰესის მშენებლობა ისტორიულ ხეობას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს და მათ შორის, დატბორვის საშიშროების წინააღმდეგ ქალაქ ქუთაისსაც დააყენებს.