"აღნიშნული გადაწყვეტილებით მთავრობა ილუზორული და ზედაპირული პროცესის შექმნას და პროექტთან დაკავშირებული ფუნდამენტური პრობლემების გადაფარვას ისახავს მიზნად" - წერია მიმართვაში.
DRI-ის ცნობით, ნაცვლად პროცესის პოლიტიკური და სამართლებრივი გადაწყვეტისა, სახელმწიფო გადაცემულ უფლებამოსილებას, კონკრეტული შეხედულებების მქონე პირთა ინტერესების და თავისუფლებების წინააღმდეგ იყენებს.