ნანა კაკაბაძის თქმით, ყველაზე მეტად აღშფოთდნენ ის ადამიანები, რომლებმაც 2008 წლის ნოემბერში ევროსაბჭოს იმ რეზოლუციას დაუჭირეს მხარი, სადაც სხვა სიტყვებით, მაგრამ შინაარსობრივად სწორედ ის ეწერა, რაც ბიძინა ივანიშვილმა თქვა.
,,პარტია სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე ეკა ბესელია და არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე გადაცემაში ,,ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე" ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
ის შეურაცხყოფები და დამამცირებელი დამოკიდებულება, რაც ევროპული სტრუქტურებიდან მოედინება საქართველოს მიმართ, არის თუ არა ეროვნული დამოუკიდებლობის შელახვის მცდელობები?, - წერს ნანა კაკაბაძე.