გადაცემა „კუნძული“ სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, როგორ ცეკვავენ კუნძულ პუნტა-კანაზე რეალითი შოუს მონაწილეები ნანა სტამბოლიშვილი, ერეკლე გირგვლიანი და ლევან საგინაშვილი.
ნანა სტამბოლიშვილმა, რომელსაც საქართველოში და უკვე თურქეთშიც ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, ცეკვა „აჭარული“ შეასრულა და ტრადიციულად, გულშემატკივრების უამრავი დადებითი გამოხმაურება დაიმსახურა.