ექიმი ნარკოლოგი, ზურა სიხარულიძე საზოგადოებას სოციალურ ქსელში მორიგ ცნობიერების ასამაღლებელ ვიდეო-ინტერვიუს უზიარებს, რომელიც მან სინთეზური ნივთიერების, [ასევე მოიხსენიებენ, როგორც „აბაზანის მარილს“] „ალფა პვპ“-ს (alpha-PVP) მომხმარებელთან ჩაწერა.
"ბაზარზე გამოჩნდა ისეთი ნარკოტიკები, რომელიც არ იყო დამახასიათებელი ჩვენი ქვეყნისთვის - დამახასითებელია რუსეთისთვის, მათი ელიტისთვის და მისი მოხმარება ძალიან დიდ პრობლემებს უქმნის ქართველ მომხმარებელს " - ნარკოლოგი