პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულების უმრავლესობას სასამართლომ პატიმრობა უკვე შეუფარდა. ყველა სხვა დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლოში ასევე მოთხოვნილი იქნება პატიმრობა.
ნივთმტკიცების სახით ასევე ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები მათ შორის 1 კილოგრამზე მეტი „ჰეროინი“, „სუბოქსინი“ , "ალფა პვპ", 45 შეკვრად დაფასოებული „მეტადონი,“ განსაკუთრებით დიდი ოდენობით „კოკაინი“ და „მეტადონი“.