თბილისსა და რუსთავში ნარკოდანაშაულისთვის 11 პირი დააკავეს
საგამოძიებო მოქმედებები თბილისში, ფონიჭალასა და რუსთავში მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენიმე ეტაპად განხორციელდა.
საგამოძიებო მოქმედებები თბილისში, ფონიჭალასა და რუსთავში მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენიმე ეტაპად განხორციელდა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს ინტერნეტის საშუალებით სისტემატურად ყიდდნენ.
დაკავებულები ერთ-ერთი სოციალური აპლიკაციის მეშვეობით, ე.წ. დადების მეთოდით ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას.
დაკავებულების სახლების ჩხრეკისას 94 შეკვრა "ჰეროინი", ასევე "მეტადონი" ამოიღეს.