„ხვალ უნდა მივიღო პასუხი, რომელ საათზე გასცა ნათია თურნავამ ბრძანება კომერციული ბანკების მიმართ და ამ შუალედში მოასწრო თუ არა ფარცხალაძემ ფულის გადატანა?“
საუბარი შეეხო აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მიერ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად დაწესებული ფინანსური სანქციების აღსრულების წესში შეტანილ ცვლილებას.
„ეს ოპერაცია უკვე დაწყებული აქვს სუსს, ანუ ბიძინას უსაფრთხოების სამსახურს. სწორედ ამიტომ, შემდეგში რომ ასეთი „გაურკვევლობა“ არ მოხდეს, სუსი ეცდება ეროვნული ბანკი თავიდან ბოლომდე გააკონტროლოს.“