დღეს არის განსაკუთრებული დღე, განიწმინდა ცა და ქვეყანა, დღეს ხარობს ზეცა და მიწა, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.
ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს. წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტ შიოსთან და მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს.