მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო „ნატო-საქართველოს სწავლება 2025“, რომელსაც ქართული მხარე ხელმძღვანელობს, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) მიმდინარეობს.
სწავლების სცენარის მიხედვით განხორციელდა დაჭრილი სამხედროების ევაკუაცია საველე ჰოსპიტალში (ROLE2F) სპეციალური ტრანსპორტით – „დიდგორი მედევაკი“, პირველადი ქირურგიული დახმარების აღმოჩენა და შემდგომი ჰოსპიტალიზაცია.