ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტური ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია, ოფიციალურად უარი ითქვას ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაზე, რომ „უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატო-ს წევრები“, - ნათქვამია განცხადებაში.
"რა თქმა უნდა, აქცენტს გავაკეთებ რეგიონში შექმნილ სიტუაციაზე და ასევე იმ უსაფრთხოების გარემოზე, რომელიც შექმნილია შავი ზღვის კონტექსტში" - განაცხადა ზალკალიანმა.
„ჩვენ ვეყრდნობით ფაქტებს და ფაქტები ისეთია, რომ ნატო-ს ჩვენთან არანაირი ურთიერთობა არ სურს. მას სურდა მხოლოდ ცხოვრება ესწავლებინა ჩვენთვის და ყოველ ჯერზე მოითხოვდა: „მოდით, შევიკრიბოთ რუსეთ-ნატოს საბჭოში და განვიხილოთ უკრაინის საკითხი“. ეს იყო მთელი მათი ინტერესი – პროპაგანდის გაჩაღება და რუსეთზე ზეწოლა“, – განაცხადა ლავროვმა.
„ნატო-ში რუსეთის მისიის დახურვა და მოსკოვში ნატო-ს ოფისების დaხურვა არ ნიშნავს, რომ დიალოგი ახლა დასრულდა. ჩვენ ვწუხვართ ამაზე, თუმცა კვლავ ღია ვართ დიალოგისთვის“, – აღნიშნა პატრიკ ტერნერმა.