"ნატო-ს მოკავშირეები მზად არიან რუსეთთან დიალოგისთვის, მაგრამ ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით ჩვენ კომპრომისზე არ წავალთ" - განაცხადა სტოლტენბერგმა ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
სტოლტენბერგის განცხადებით, მათი მხრიდან ყურადღება ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე, სამხედრო ქმედებებთან დაკავშირებულ გამჭვირვალობაზე, საფრთხეების შემცირებასა და შეიარაღების კონტროლზე გამახვილდება.