კანდელაკი: ნატოში გაწევრიანებას დღეიდან საქართველო ოფიციალურად აღარ ესწრაფვის, ეს არის ღარიბაშვილის თავზარდამცემი განცხადების შინაარსი და მნიშვნელობა
"ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება არა უბრალოდ ოკუპაციის წახალისებაა, არამედ კონტექსტის გათვალისწინებით, ეს არის ბეჭდის დასმა იმაზე, რომ "ქართულ ოცნებას" ნატოში გაწევრიანების პოლიტიკურ საკითხზე თავად აქვს ხელი აღებული" - აცხადებს კანდელაკი.
