„NDI-ს კვლევებზე, მაინცდამაინც დიდი წარმოდგენა არ მაქვს, რომ ეს მათი ძლიერი მხარეა, არ ვენდობი. ეს რეიტინგები არ არის ადეკვატური, თუმცა ის, რომ გარკვეულ ჯგუფებში არის ნიჰილისტური დამოკიდებულება, ამას ვაღიარებ და ეს არის ოპოზიციის მიმართ“ - ამბობს ზარქუა.
NDI-ის კვლევის თანახმად, უმრავლესობა რუსეთს საფრთხედ აღიქვამს, თუმცა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ნაკლებად ამბობენ, რომ რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს.