ადვოკატი: ნელი დოროყაშვილი ფინალურ სასამართლო სხდომას არ დაესწრება
“ამ ქვეყნის ეროვნული სასამართლოს პრაქტიკას ბუნებრივია გვაძლევს და ლოგიკურად გვიქმნის მოლოდინს იმისა, რომ გამამტყუნებელი განაჩენი იქნება გამოტანილი.”
“ამ ქვეყნის ეროვნული სასამართლოს პრაქტიკას ბუნებრივია გვაძლევს და ლოგიკურად გვიქმნის მოლოდინს იმისა, რომ გამამტყუნებელი განაჩენი იქნება გამოტანილი.”
დღევანდელ პროცესზე ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ, რის შემდეგაც, თავად ბრალდებული საბოლოო სიტყვით ისარგებლებს.
"მე ერთადერთი, რასაც ვნანობ, ძალიან ბევრი ვითმინე და ეს არაფრით არ შეიძლება. ამის გამო შესაძლოა ერთ დღეს აღარც იყო", - საუბრობს ნელი დოროყაშვილი.
მისი თქმით, ორ წლიანი ბრძოლა რთული აღმოჩნდა, თუმცა, როგორც ნელი დოროყაშვილი ამბობს, იმედოვნებს, რომ ის მოტივაციას მისცემს სხვა ქალებს, რომლებიც მსგავსი პრობლემის წინაშე არიან.
„რა თქმა უნდა, არ ვეთანხმებით დასკვნას, ცალსახად და კატეგორიულად გამოვრიცხავთ, თითქოს ნიკოლოზ ბასილაშვილი ტანჯვას განიცდიდა ნელი დოროყაშვილის მხრიდან რაიმე ქმედების შედეგად,“ - ამბობს დოროყაშვილის ადვოკატი.