11 მარტს ნიუ-იორკში, გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის (CSW63) 63-ე სესიაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ, რომლის შემადგენლობაშიც იყო მწერალი ნესტან ნენე კვინიკაძეც - ავტორი ერთ-ერთი ზღაპრისა, მამაც ქართველ გოგოებზე დაწერილი თანამედროვე ზღაპრების კრებულიდან, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელშეწყობით და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, გასულ წელს გამოიცა.