გადაწყვეტილება მოსამართლემ თამარ მახარობლიძემ დახურულ სხდომაზე მიიღო. ნიკა გვარამიას ასევე აეკრძალა საგამოძიებო ორგანოს ინფორმირების გარეშე საზღვრის კვეთა - მოსამართლის გადაწყვეტილებით მას პასპორტიც ჩამოერთვა.
ნიკა გვარამია - ვინც ჩვენ აგვკრძალავს, იმათ დავკრძალავთ, ცხადია, პოლიტიკურად და პროფესიულად - ვაპირებ პროცესში ჩართვას, ციხიდან ბათუმში სიარულს პარტიის და საკუთარი თავის საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოსადგენად