გიორგი რურუა ნიკა გვარამიას: „ციხეს ორი კარი აქვს, შესასვლელი და გამოსასვლელი. სინდისს და ღირსებას კი იცი როგორ გაუფრთხილდე“
„მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა, არხის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას მხარდაჭერას უცხადებს.
„მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა, არხის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას მხარდაჭერას უცხადებს.
როგორც ნიკა გვარამიამ აღნიშნა, ჯერ კიდევ პირველი საქმის აღძვრის დროს გადაწყვიტა, რომ „ივანიშვილის ცხოვრების გამწარებას, თავს მსხვერპლად შესწირავდა“.
„აქ სხედან სხვა ადამიანები ბრალდებულის სკამზე, რომლებიც რეალურად, სლენგით რომ ვთქვა, არიან „პრიკუპში“ მოყოლილები, იმიტომ, რომ ჩემთვის ბრალის წარდგენა მათ გარეშე არ გამოვიდა.“– მიმართა გვარამიამ მოსამართლეს.
საქმეზე მიმდინარე დასკვნითი პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა და როგორც მოსამართლემ განმარტა, გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში გამოცხადდება, სხდომის თარიღი კი მხარეებს წინასწარ ეცნობება.