„სამწუხაროა, რომ ამ კამპანიაში ჩართულია ეს განცხადებაც და შეიძლება ამის უკან იდგეს ის რომ საელჩო არასწორად არის ინფორმირებული", - განაცხადა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ.
"უნდა გამოვეხმაუროთ, იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ, ტოლობის ნიშანი დასვან გვარამიას არდასჯასა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას შორის - მათ პასუხად მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ ევროკავშირი არა არის კორუფცია, ძარცვა და უსამართლობა, ევროკავშირი სწორედ სამართლის უზენაესობა, - ამბობს კობახიძე