ამ ყაჩაღებმა იცოდნენ, რომ ტელეკომპანია კანონიერი მფლობელისთვის უნდა გადაეცათ და 7 მილიონით გაძარცვეს - ეს დაადგინა სასამართლომ და თუ ვინმეს კითხვები აქვს, კეთილი ინებოს და სათანადო ინსტანციებს მიმართოს, - ამბობს კობახიძე.
„სასამართლო გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს, მაგალითები ადასტურებს იმას, რომ ასეთი პროცესები, რომელიც შემდგომ უკვე სტრასბურგის სასამართლოში გაგრძელდა, იმით დასრულდა, რომ ყველა განცხადება, მათ შორის, ჩვენი მეგობრების ევროპიდან და აშშ-დან მართალი არ აღმოჩნდა.“
"ქართველების უმრავლესობას ევროპული მომავალი სურს. ეს კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია. წინსვლის ნიშანი არ ჩანს. ქართველი ხალხი ბევრად უკეთესს იმსახურებს", - წერს იან კელი.
ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერი „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„გვარამიას საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. ამ გადაწყვეტილებამ საქართველო კიდევ უფრო დააშორა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს“ - აღნიშნულია კოალიციის განცხადებაში.