ხაბეიშვილმა ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ აღნიშნულ პროცესს სამართლებრივ დავასთან კავშირი არ აქვს და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.
„სამწუხაროდ, ხელისუფლებას არ აწყობს ნიკა თავისუფლებაზე და აწყობს, რომ ის იყოს გამოკეტილი, რადგან ნიკას გარეთ ყოფნა ძალიან ბევრ რამეში უშლით ხელს და მათ გეგმებში, ასე ვთქვათ, არ ჯდება“ - განაცხადა სოფო ლილუაშვილმა.
„არ მაქვს მაღალი მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ დღევანდელი სასამართლო გადაწყვეტილება იქნება ის, რასაც ელოდება ჩვენი საზოგადოება და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები“. - აცხადებს სამადაშვილი.
„დროის საკითხია, რომ მომავალ წელს ამ დროს უკრაინა გაეროს მიერ აღიარებულ ფარგლებში იქნება ყირიმის გამოკლებით. სრულიად აღმაფრთოვანებელია ზელენსკის განცხადებები, არცერთი შეცდომა ამ ქვეყანას და მის პრეზიდენტს არ დაუშვია.“– განაცხადა ნიკა გვარამიამ.
"ლავრენტი მაღლაკელიძე (მეგობრებში მყავს), მერაბ ჯორბენაძე, დავით მამისეიშვილი - სირცხვილია ბატონებო, ცინიზმია თქვენი ეს მსჯელობა რაც თქვენს შვებულებებთან და ოქტომბერში სხდომის ჩანიშვნასთან დაკვირვებით მოვისმინეთ!"