ოპოზიციური პარტიები დღეს პროტესტის გამოსახატავად, სპორტის სასახლის ნაცვლად, თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან შეიკრიბებიან
„მნიშვნელოვანია დღეს, 3 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან, მივიდეთ და მოვითხოვოთ სამართლიანი განხილვა - ყველგან!“
„მნიშვნელოვანია დღეს, 3 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან, მივიდეთ და მოვითხოვოთ სამართლიანი განხილვა - ყველგან!“
ასე მიმართა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა მელიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მყოფ ადამიანებს.
„ქართულ ოცნებაში“ ნურავის ექნება ილუზია, რომ თუნდაც ერთი ადამიანი ხელს ჩამოუშვებს.
„შევდივართ პროცესში, რომელსაც აქვს კონკრეტული მიზანი… იქნება პროტესტი, შესაბამისი ფორმით, შესაბამის დროს, არა პროტესტი პროტესტისთვის“ - ნიკა მელია
მისი სიტყვებით, დღევანდელი მდგომარეობა სხვა არჩევნებისგან განსხვავებულია და ამით „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის ევროპული კურსი მოიპარა.