"მოსამართლეს პირდაპირ განვუცდახე, რომ იმ ვადით გადაედო პროცესი რა ვადაც ესაჭიროება ქვეყნის უმაღლეს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, რომ მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილება მელიას საქმეზე".
პროცესის გადადების შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა იმ არგუმენტით, რომ საქმე პოლიტიკურ დონეზე წყდება, ინიცირებულია კანონპროექტები ამნისტიის შესახებ და ჩანიშნული სასამართლო პროცესი თავის მოტყუებაა.
ბაქრაძის განცხადებით, ამნისტიით ვერ გათავისუფლდება ვერც ერთი პირი, თუ მის მიერ ჩადენილი ქმედება წარმოადგენს წამებას, არაადამიანურ მოპყრობას ან კონვენციით აკრძალულ სხვა დანაშაულს