„ფულის გამო ყველაფერი არ უნდა იკადრო ადამიანმა.. ჩვენი ბიჭი დღეს სწორედ ასეთი მზერით მოუსმენს სასამართლო პროცესზე სულგაყიდული უფლებადამცველების გამოსვლას“ – რას წერს ნიკო კვარაცხელიას დედა
„წერტილები დღევანდელი პროცესის შემდეგ ერთად შევავსოთ❗️“
„წერტილები დღევანდელი პროცესის შემდეგ ერთად შევავსოთ❗️“
მადლობა ყველა თქვენთაგანს, ვინც ასე გულით შეიყვარა ნიკო - წერს 2021 წლის 15 სექტემბერს, ანჯაფარიძის ქუჩაზე მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა.
„ბოლომდე უნდა შევძლო, რომ ჩემი შვილის საქმე ბოლომდე მივიყვანო, კიდევ 4 შვილი მყავს და იმ 4 შვილს უნდა ვუთხრა, რომ თქვენ გექნებათ მომავალი, გააგრძელეთ სწავლა, დღეს ამას ვერ ვეუბნები“ - ამბობს იზა ომაძე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში დღეს, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულების, აკო ჭელიძისა და გიორგი კავილაძის სასამართლო პროცესი იმართება.
"ჩემი ნიკო დიდგორობას დაიბადა, იდიდგორა და ვალმოხდილი დაგვყურებს ზეციდან, და მე სხვანაირად არც კი ძალმიძს რომ ხელები გულზე დავიკრიფო, და მისი სახელით სხვისი შვილები არ გადავარჩინო" - იზა ომაძე