„ველოდები ჩემი ყურით მოვისმინო, რომ ნიკოს მკვლელებს მისჯილი აქვთ სამუდამო პატიმრობა“ – იზა ომაძის პირველი კომენტარი პროკურატურის განცხადების შემდეგ
„ვუსმინე პროკურატურის ბრიფინგს, ჩემთვის ახალი არაფერი თქმულა. ხუთი წელია, ამას ვითხოვ. “
„ვუსმინე პროკურატურის ბრიფინგს, ჩემთვის ახალი არაფერი თქმულა. ხუთი წელია, ამას ვითხოვ. “
პროკურატურის განცხადებას ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
"ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების სისხლის სამართლის საქმე გახსნილია.“
„ცოტახანს უნდა გაგვიძლოთ შვილმოკლულ მშობლებს!!!“, - წერს იზა ომაძე.
იზა ომაძე საქართველოს პროკურატურას მოუწოდებს დროულად მოახდინონ ნიკოს მკვლელობის უკვე გახსნილ საქმეზე, საზოგადოების ინფორმირება, თუ ვინ და რატომ მოკლა ნიკო კვარაცხელია.