სომხეთის პრემიერის განცხადებით, ისტორიული სომხეთი და რეალური სომხეთი არა მხოლოდ შეუთავსებელია, არამედ ხშირად ეწინააღმდეგებიან და სერიოზულ საფრთხესაც კი უქმნიან ერთმანეთს.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიან თანაცხოვრებას და მზად არის, მომავალშიც შეასრულოს დადებითი როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში.